02:21 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 17:27:58, 758 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - „ქართულ ოცნებას“ სანქციები უახლოვდება

„ქართულ ოცნებას“ სანქციები უახლოვდება, რომლებიც ახლა სამიზნეში იღებენ მოსამართლეებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტებს, - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ქართული ოცნების“ მმართველობას საერთაშორისო სანქციები უახლოვდება, რომლებიც ახლა სამიზნეში იღებენ მოსამართლეებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტებს. „რუსულ რეჟიმთან“ კოლაბორაცია ძვირი ჯდება, მაგრამ საკუთარი სინდისით ცხოვრება უფრო ძვირი დაჯდება.

ჩვენ, პროევროპული პარტიების „წინააღმდეგობის პლატფორმაში“ გაერთიანებულები, ქართველ ხალხს ვპირდებით, რომ ახალი არჩევნები გზას გაკაფავს არა შურისძიებისკენ - არამედ აღდგენილი სამართლისკენ და დაცული ინდივიდუალური უფლებებისკენ!” - წერს ზურაბიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics