03:36 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 12:21:12, 1169 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა დნეპრზე და ჟიტომირზე იერიში მიიტანა - არიან დაღუპულები

რუსეთმა ქალაქ დნეპრზე რაკეტით, ხოლო ჟიტომირის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

დნეპრის დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა 42 წლის კაცი. გარდა ამისა, ბოლო მონაცემებით დაშავდა 8 ადამიანი.

"მტერმა ქალაქზე რაკეტით იერიში მიიტანა. დარტყმის ადგილას გაჩნდა მასიური ხანძარი". – თქვა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, სერგეი ლისაკმა.

ჟიტომირის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი. გარდა ამისა, დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 2011 წელს დაბადებული ბავშვი.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ვიტალი ბუნეჩკოს ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელ სახლი, ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო  სამუშაოები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics