21:32 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 14:46:42, 508 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ევროსაბჭოს რეზოლუცია ითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითხოვს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, ახალ საპარლამენტო არჩევნებს, გმობს ბოლო თვეებში რეჟიმის მიერ „მიღებულ“ რეპრესიულ კანონმდებლობას,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, რეზოლუციის თანახმადვე, თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს ასამბლეაზე დელეგაციის გაგზავნას, მის უფლებამოსილებას არ ცნობენ.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითხოვს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, ახალ საპარლამენტო არჩევნებს, გმობს ბოლო თვეებში რეჟიმის მიერ „მიღებულ“ რეპრესიულ კანონმდებლობას და აცხადებს, რომ თუ რეჟიმი გადაწყვეტს ასამბლეაზე დელეგაციის გაგზავნას, მისი უფლებამოსილების ცნობა არ მოხდება. 3 აქაური „ქოცის“ გარდა ყველამ დაუჭირა მხარი“,- წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის ქართული დელეგაცია. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics