06:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-09 13:02:28, 600 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - 9 აპრილის მემკვიდრეობა გვაიძულებს, დავამარცხოთ ივანიშვილის მოღალატე რეჟიმი

9 აპრილის მემკვიდრეობა გვაიძულებს, დავამარცხოთ ივანიშვილის მოღალატე რეჟიმი - ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომლისთვისაც 9 აპრილის გმირებმა იბრძოლეს: ეროვნულ დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ღირსებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, როგორც 1989 წლის 9 აპრილს, კვლავ ვდგავართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

„სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. „9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ – ასე თქვა ზვიად გამსახურდიამ, როდესაც წაიკითხა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. სულ ვფიქრობ, რა აძლევს ასე დიდ ენერგიას და დინამიზმს მის სიტყვებს?! ალბათ ის, რამდენი ხანი იბრძოდა და ემზადებოდა ამისთვის.

11 წლის ვიყავი და ახლაც მახსოვს ის ემოცია, რომლის აღწერა სიტყვებით არ შემიძლია. ბავშვური განცდა, რომ რაღაც დიდი და განსაკუთრებული ხდებოდა, რაც მთლიანად შეცვლიდა ჩვენს მომავალს.

დღეს, როგორც მაშინ, ჩვენ კვლავ ვდგავართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში. 9 აპრილის მემკვიდრეობა გვაიძულებს, დავამარცხოთ ივანიშვილის მოღალატე რეჟიმი.

ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომლისთვისაც 9 აპრილის გმირებმა იბრძოლეს - ეროვნულ დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ღირსებას“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics