03:28 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 14:10:17, 452 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - შიშის დრო არ გვაქვს! უნდა ვიმოქმედოთ ფხიზლად

ივანიშვილს და მის მოძალადე რეჟიმს საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, სხვა არჩევანი არ არის, გარდა იმისა, რომ „ყოველდღე ვიბრძოლოთ ივანიშვილის და მისი მოძალადე რეჟიმის მიერ მძევლად აყვანილი საქართველოს გამოხსნისთვის“.

„არ მოვუსმინოთ რეჟიმის ცრუ პროპაგანდას და მის პროპაგანდისტებს, რომლებიც ყოველდღიურად მოგონილი მტრებითა და ხელოვნურად შექმნილი საფრთხეებით ცდილობენ ჩვენი ყურადღების გადატანას და დაშინებას მხოლოდ იმისთვის, რომ არ დავინახოთ მთავარი რეალობა: ივანიშვილს და მის მოძალადე რეჟიმს საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი. ისინი მუდმივად ემუქრებიან ქართველ პატრიოტებსა და დასავლელ მეგობრებს ქვეყნის დანგრევით, ყველაფრის განადგურებით, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით.

ამიტომ, სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ყოველდღე ვიბრძოლოთ ივანიშვილის და მისი მოძალადე რეჟიმის მიერ მძევლად აყვანილი საქართველოს გამოხსნისთვის.

სამწუხაროა, რომ ამ ბრძოლაში ზოგიერთი პირი მოძალადე რეჟიმის მხარეს დგას ან პირადი გამორჩენისთვის, ან შიშით.

შიშის დრო არ გვაქვს! უნდა ვიმოქმედოთ ფხიზლად, გაბედულად და ერთობლივად“, - აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics