07:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 12:54:14, 557 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - საგამოძიებო კომისიის მიზანია არა სიმართლის დადგენა, არამედ პოლიტიკური ოპონენტების დევნა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის შეფასებით, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიზანია არა სიმართლის დადგენა, არამედ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების დევნა. როგორც კუპრაძემ აღნიშნა, მათ წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული საქმეების „შეკერვას“ ცდილობს.

„ივანიშვილის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიზანია არა სიმართლის დადგენა, არამედ პოლიტიკური აქტორების, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, რომელთა წინააღმდეგაც ივანიშვილი ცდილობს „შეკეროს“ კონკრეტული საქმეები. პარალელურად, შექმნას სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ კრემლს და რუსეთს მისცეს შესაძლებლობა, ჰქონდეს შესაბამისი უკანონო და პოლიტიკურად საქართველოს ინტერესების შემლახავი განცხადებები და პოზიციები, მათ შორის დამაზიანებელი პოზიციები საქართველოს ჯარზე, სამხედროებსა და აგვისტოს ომზე“,- განაცხადა კუპრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics