|
2016-03-14 15:07:22, 391 ნახვა
პოლიტიკა
შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე სხდომა 25 მარტს გაგრძელდება
შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა 25 მარტს გაგრძელდება, - ამის შესახებ ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში. კომისიის ცნობით, დღეს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც 25 მარტს გაგრძელდება. საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას კომისია 10 აპრილს დაასრულებს. შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა 25 მარტს გაგრძელდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „მობიტელის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე შპს „მობიტელისთვის“ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა. კომისიამ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით შპს „მობიტელს“ (ბილაინი) შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის სქემის დაკონკრეტების მიზნით დამატებითი ინფორმაციის და შესაბამისი დოკუმეტაციის წარმოდგენა მოსთხოვა. განმეორებით შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა 2016 წლის 25 მარტს გაიმართება. კომისიამ შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2016 წლის 5 აპრილს უნდა დაასრულოს, როდესაც საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალური, სამთვიანი ვადა იწურება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)