04:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 12:47:24, 528 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - პარტიებს აუქმებენ, ქუჩის პროტესტის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება

არანაირ საარჩევნო პროცესში მონაწილეობას აზრი არ აქვს და ვერც ექნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილმა შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

„საქართველო აღარ არის ოფიციალური საარჩევნო დემოკრატია, მათ შორის ბოლო პერიოდში მიიღეს ისეთი კანონები, როგორც ასეთი, დამკვირვებლის ინსტიტუტსაც კი კრძალავს ქვეყანაში. ამიტომაც, არანაირ საარჩევნო პროცესში მონაწილეობას აზრი არ აქვს და ვერც ექნება. ეს ხალხი აპირებს ყველა რეალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გაუქმებას, მხოლოდ სისტემური ოპოზიციური პარტიის დატოვებას. ამიტომაც, ეს საკითხი არ მგონია, აქტუალური იყოს. ისედაც ყველამ ვიცით, რომელ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებობს არამკაფიო პასუხი ამ საკითხზე“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ამასთან, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ქუჩის პროტესტის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება.

„ზოგადად, ოპოზიციას რაც შეეხება, თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს, ქვეყანაში არ არსებობს რაღაც ნახევრად დემოკრატიული პროცესიც, რაც აქამდე მაინც იყო. ახლა ეგ მოცემულობაც აღარ არის. ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს აუქმებენ, თავისუფალ მედიასაშუალებებს ხურავენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს ბოლომდე ანადგურებენ და ამ პერიოდში უბრალოდ ადგილი ვერ ექნება საუბარს რაღაც გეგმებზე, გარდა ქუჩის წინააღმდეგობისა და ეროვნული წინააღმდეგობისა. ქვეყანაში კანონი როცა აღარ კანონობს, სამართალი აღარ არსებობს, რადგან კონსტიტუციას პირველი არღვევს ე.წ. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ქუჩის პროტესტის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics