|
2025-04-07 12:05:20, 502 ნახვა
პოლიტიკა
ლევან სამუშია - ე.წ. საქართველოს ღალატის კომისია კონსტიტუციის გარეშე კომისიაა
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის, ლევან სამუშიას განცხადებით, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მისივე განმარტებით, კომისიის წევრების ნახევარი ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული უნდა იყოს. „ხელისუფლების მიმტაცებელმა რუსულმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული და პოლიტიკური ოპონენტების დევნისათვის განკუთვნილი კომისია შექმნა, რომელსაც ე.წ. საგამოძიებო კომისია დაარქვა. დევნის ფაქტები ცალსახაა და ყველა ვხედავთ, რომ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებზე დევნა მიმდინარეობს. გარკვეულ პირთა ჯგუფი პარლამენტში შეიკრიბა. მათ საკუთარ თავს ჯერ პარლამენტი დაარქვეს, შემდეგ ამ გარკვეულ პირთა ჯგუფმა თავიანთი ჯგუფიდან მასხარები გამოყო და ოპოზიცია დაარქვეს, შემდეგ კი შექმნეს ე.წ. ვითომ საგამოძიებო კომისია. მიუხედავად ამ სიყალბეებისა და თავის თავში საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობისა, ისიც ვერ გააკეთეს, რომ ფორმალურად, ვითომ ე.წ. საგამოძიებო კომისია ყოფილიყო საქართველოს კონსტიტუციასთან მიახლოებული. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ე.წ. საგამოძიებო კომისია არის ყალბი და ფორმალურად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ კომისიის წევრთა ნახევარი ოპოზიციაში უნდა იყოს. ე.წ. მასხარებს ოპოზიცია დაარქვეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მაინც არ არის 50%, ვითომ ოპოზიციური წევრებისა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ე.წ. საქართველოს ღალატის კომისია კონსტიტუციის გარეშე კომისიაა, მისი მიღებული ყველა გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ხოლო საუბარი იმაზე, რომ (რასაც დღეს პროკურატურა საუბრობს) გახარიას პარტიას კვოტა გამოუყვეს და ცდილობენ გახარიას პარტიით ამის გამართლებას, არ გამოუვათ, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ საუბრობს, რომ წევრთა ნახევარი უნდა იყოს ოპოზიციის. წევრებს სახელი და გვარი აქვთ, ხოლო კვოტას სახელი და გვარი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მიმტაცებელი პოლიტიკური ძალა სრულიად ჩამოშლილია. ე.წ. საგამოძიებო კომისია, როგორც ფაქტობრივად, ისე ფორმალურად, სრულია უკანონოა“, - განაცხად ლევან სამუშიამ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)