04:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-05 12:48:57, 760 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ​დღემდე არ გვინახავს ძალადობის რომელიმე აქტის დაგმობა

დღემდე არ გვინახავს არც ძალადობის რომელიმე აქტის და არც ღირსების შემლახავი რომელიმე კამპანიის დაგმობა, არდაგმობა კი წახალისებაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ცინიზმია, ღირსება მოიყვანო სხვა ერის ცხოვრებაში ინტერვენციის საბაბად.

„რამხელა ცინიზმია, ღირსება მოიყვანო სხვა ერის ცხოვრებაში ინტერვენციის საბაბად, თან მაშინ, როდესაც ევროპული ფონდების გამოყენებით და ევროპის სახელით ფინანსდება: ფაშისტური საიტი მონა.ჯი; ზიზღით გაჟღენთილი და ღირსების შემლახავი ისტერიული თავდასხმები; მტრობის გამაღვივებელი პროპაგანდა; მოლოტოვის კოქტეილის რეკლამირება. დღემდე არ გვინახავს არც ძალადობის რომელიმე აქტის და არც ღირსების შემლახავი რომელიმე კამპანიის დაგმობა. არდაგმობა კი წახალისებაა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics