06:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 16:04:59, 756 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა იარაღის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79  ხმით „იარაღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი მიიღო.

საკითხი განსახილველად ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, გრეტა წიწავამ წარადგინა. მისი განმარტებით, პროექტი მეორე მოსმენის შემდეგ საკანონმდებლო ტექნიკის კუთხით დაიხვეწა, ტექსტს შინაარსობრივი ცვლილება არ განუცდია.

საკანონმდებლო პაკეტით, სასიგნალო იარაღთან და მის ვაზნებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრება იგეგმება.

ცვლილებები ასევე შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ", „სალიცენზიო და სანებართვო  მოსაკრებლების შესახებ", „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების  სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ", „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ" კანონებში და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში".

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე და გრეტა წიწავა.

პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics