|
2016-03-14 13:01:40, 359 ნახვა
პოლიტიკა
ჩაფიძე გავრცელებულ კადრებზე: საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების ფაქტს ეხმაურებიან. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა გამოიძიონ მომხდარი ფაქტები და პირველ რიგში გამოვლინდნენ ის პირები, რომლებმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები გაასაჯაროვოს. სისტემურ დანაშაულზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე. მისი თქმით, ხელისუფლებამ საგამოძიებო ორგანოებს უნდა მისცეს კონკრეტული ვადა იმისთვის, რომ გამოავლინონ დამნაშავე პირები და დასაჯონ სამაგალითოდ. „საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან. პირველი აუციელებლად უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ და მე მგონი თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში პრობლემა არ უნდა იყოს ამ სისხლის სამართლის დამნაშავეების გამოვლენა“, - განაცხადა ელისო ჩაფიძემ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით, ეს ყველაფერი არის საკმაოდ რთული თემა და ამიტომ სამართლადამცავებმა აქტიურად უნდა იმუშავონ. „თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ტექნიკურად შეძლებს იმას, რომ ეს ჩაკეტოს და აბსოლუტურად დაგვაზღვიოს ინფორმაციის გავრცელებისაგან. ერთადერთი, რაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას ეს არის კანონის დარღვევაზე ეფექტური რეაგირება. ესეც იმ შემთხვევაში, ვინც კარგად ერკვევა ტექნოლოგიებში, თუ ატვირთვა მოხდა ვთქვათ საქართველოში ან თუ ატვირთვა მოხდა უცხოეთდან აქაც მთელი რიგი ტექნიკური სირთულეებია“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)