|
2025-04-03 18:51:56, 843 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტუსკი მის პარტიაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში უცხოურ კვალზე მიუთითებს
პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკმა თქვა, რომ მისი პარტიის, "სამოქალაქო პლატფორმის", IT სისტემები კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა. პოლონეთის მთავრობის თქმით, მაისში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ უცხოური ჩარევისა და დივერსიის თავიდან ასაცილებლად ის მაღალი მზადყოფნის რეჟიმში იმყოფება. ხელისუფლების მტკიცებით, უკრაინის მხარდაჭერაში მისი აქტიური როლი პოლონეთს მოსკოვის უსაფრთხოების სამსახურების მთავარ სამიზნედ აქცევს. რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს. "კიბერთავდასხმა [სამოქალაქო] პლატფორმის IT სისტემაზე, არჩევნებში უცხოური ჩარევა იწყება. სამსახურები მიუთითებენ აღმოსავლურ კვალზე" - დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ზე. ტუსკის ოფისის ხელმძღვანელმა იან გრაბიეცმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-თან საუბრისას განაცხადა, რომ შეტევის ანალიზით გამოვლენილია "კონკრეტული მონაცემები, რომლებიც აღმოსავლეთიდან მომუშავე სამსახურების მეთოდზე მიუთითებს". იანვარში ციფრული ტექნოლოგიების მინისტრმა კშიშტოფ გავკოვსკიმ თქვა, რომ პოლონეთმა გამოავლინა რუსული ჯგუფი, რომელსაც დეზინფორმაციის გავრცელებითა და დესტაბილიზაციის გაღვივებით პოლონეთის არჩევნებზე გავლენის მოხდენა ევალება. გარდა ამისა, ვარშავამ მარტში განაცხადა, რომ პოლონეთის კოსმოსურ სააგენტოზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. 2024 წელს პოლონეთმა ასევე განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო რუსული კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)