11:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 14:08:30, 559 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - ბრიტანეთის სანქციები პირდაპირი პასუხია უსამართლობაზე

ბრიტანეთის სანქციები პირდაპირი პასუხია იმ უსამართლობაზე, დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებზე, რასაც მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლო სისტემა იღებს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც კუპრაძე განმარტავს, ბრიტანეთის მხრიდან ეჭვის გამოთქმა, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე კორუფციაში მონაწილეობენ, კიდევ ერთი დასტურია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები უკანონოა.

„საკოორდინაციო პლატფორმა აგრძელებს მუშაობას, დღეს მთავარი თემა გვქონდა - საერთაშორისო გამოხმაურებები, რომელიც ამ შრომის შედეგია, რომელსაც პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ვეწევით. ჩვენთვის მთავარი მიზანია, სწრაფად, ეფექტურად, ობიექტურად მოვახერხოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება, რადგან სისტემა იმ ტიპის დარტყმებს იღებს, რომელსაც ის იმსახურებს. ეს კიდევ უფრო მძაფრი გახდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ბრიტანეთის სანქციები პირდაპირი პასუხია იმ უსამართლობაზე, დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებზე, რასაც მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლო სისტემა იღებს. ბრიტანული პოლიტიკური სპექტრის და ხელისუფლების მხრიდან ეჭვის გამოთქმა, რომ მურუსიძე და ჩინჩალაძე კორუფციაში მონაწილეობენ, კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს გადაწყვეტილებები უკანონოა, მათ შორის, იგულისხმება პოლიტიკური კორუფცია და იმ დავალებების შესრულება, რასაც მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო კლანი ასრულებს პოლიტპატიმრების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ“, - აცხადებს კუპრაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics