09:00 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 13:15:00, 536 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ზოგიერთ არასამთავრობოში სასოწარკვეთილებაა, ფული შემცირდა

ზოგიერთ არასამთავრობოში სასოწარკვეთილებაა, ფული შემცირდა, არ გათავდა, რადგან რამდენიმე  ევროპულმა ფონდმა, რომელმაც ჩაანაცვლა გარკვეულწილად USAID-ის და NED-ის დაფინანსებები, თუმცა სამწუხაროდ კვლავ ახერხებენ სხვა ეგიდით, სხვა მიზნობრიობის თანხის მიღებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ის ძალა, რაც უფრო დიდ ფულს ჰქონდა, აღარ აქვს.

„აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ახალი ადმინისტრაციის მიერ ეს სქემა იქნა გაშიფრული და მხილებული. სწორედ ამან შეასუსტა დარტყმის ძალები, თუმცა ისინი ყოველდღიურად ამ პანიკური და აგონიური სიტუაციიდან გამომდინარე, ახალ-ახალ აღიარებებს დებენ. ზოგი მერე სიმართლის თქმის ხასიათზე დადგება. უნდათ, საქართველოს მოერიონ და რაც ყველაზე მთავარია, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ჩვენი მთავარი იდეა არის ქვეყნის მეტი დამოუკიდებლობა, იმისათვის, რომ თავიც გადავირჩინოთ, ეკონომიკაც განვავითაროთ, უკეთ იცხოვროს ჩვენმა მოქალაქემ, ევროპაში კვლავ პირველები ვიყოთ. ეს არის უდიდესი მიღწევა, კვლავ პირველები ვიყოთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ამ გლობალური ტურბულენტობის და გარშემო ომების ფონზე. რაც მთავარია, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, კულტურა და არ დაემუქროს არანაირი საფრთხე არც მამულს, არც ენას, არც სარწმუნოებას და განვვითარდეთ. წარსულს პატივი ვცეთ და მომავალზე ვიზრუნოთ ღირსეულად“, – განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics