17:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 19:47:51, 878 ნახვა

პოლიტიკა
აქციის პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპოლიციო ძალების მობილიზებაა

სამთავრობო კვარტალში, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპოლიციო ძალების მობილიზებაა 

TV პირველის ცნობით, კანცელარიის ეზოში მინიმუმ 10-ზე მეტი მიკროავტობუსი შეიყვანეს, სადაც დიდი ალბათობით, გდდ-ის თანამშრომლები არიან მოთავსებული. 

კანცელარიის გარე პერიმეტრზე მდებარე საპარკინგე სივრცეშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილებია გაჩერებული. 

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ კი აქციისთვის მზადება მიმდინარეობს. ადგილზე სცენის მონტაჟი თითქმის დასრულდა. 

აქცია „დგება ხალხის გაზაფხული“ რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზეა დაგეგმილი. მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე შეიკრიბებიან. 21:00 საათზე კი საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics