18:04 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 16:58:56, 665 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაეთანხმოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას

ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მოუწოდებენ რუსეთს, დაეთანხმოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა რუსეთს კეთილი ნების გამოჩენისკენ მოუწოდა და აშშ-ს სთხოვა, ზეწოლა მოახდინოს კრემლზე კონფლიქტის დასასრულებლად.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა მხარს უჭერს გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინისთვის დახმარების დასაფინანსებლად. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს თქმით, რუსეთმა მკაფიო პასუხი უნდა გასცეს აშშ-ს, სურს თუ არა მშვიდობის მიღწევა.

რაც შეეხება უკრაინაში სამშვიდობო ძალების განლაგების საკითხს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ კიევის გადასაწყვეტია, როდის და საერთოდ უნდა თუ არა უცხოური ჯარები თავის ტერიტორიაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics