|
2025-03-29 16:36:08, 918 ნახვა
პოლიტიკა
აქციის მონაწილე - დავიძარით დმანისიდან და 31 მარტს რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივალთ
31 მარტს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ პროტესტთან დაკავშირებით, ქალაქ დმანისიდან მოქალაქეთა ჯგუფი დაიძრა. აქციის მონაწილეები 3 დღის განმავლობაში 100 კილომეტრს გაივლიან და 31 მარტს საქართველოს მე-5 პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ აქციაზე მივლენ. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, მათი მიზანია, ხელისუფლებას თავიანთი ძალა აჩვენონ, ასევე რეგიონებში საზოგადოებას ხმა გააგონონ, რომ ქვეყნის მასშტაბით პროტესტი კვლავ გრძელდება. „დავიძარით დმანისიდან და 31 მარტს რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივალთ. აქციაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავადაა. ამ 100 კილომეტრის გავლით, გვინდა მათ [ხელისუფლებას] ჩვენი ძალა ვაჩვენოთ, ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. უკვე გავლილი გვაქვს 20-22 კილომეტრი, დმანისის მუნიციპალიტეტს გამოვცდით. საღამოს ბოლნისში დავბანაკდებით, სადაც მერიასთან აქციას გავმართავთ და მოქალაქეებს შემოერთებისკენ მოვუწოდებთ. დილით კი მარნეულისკენ გავემართებით, იქაც, მერიასთან აქციას გავმართავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში პროტესტის ხმა ისმოდეს. პროპაგანდისტული მედიების გადამკიდე არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პროტესტი შეწყდა. ჩვენი ქმედებით კი მინიმუმ იმას მაინც შევძლებთ, რომ ამ 100 კილომეტრის მანძილზე ყველა სახლთან გავაჟღერებთ, რომ უკანონო პატიმრების გათავისუფლებასა და სამართლიან ახალ არჩევნებს ვითხოვთ. გზადაგზა სხვებიც შემოგვიერთდებიან, რომლებიც ჩვენთან ერთად გაივლიან ამ გზას და ამ ისტორიულ ნაბიჯებს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. აქციის მონაწილეები, 100 კილომეტრს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გაივლიან. ცნობისთვის, 31 მარტს საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა და ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსეს, რომელსაც სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებიც უერთდებიან
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)