22:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 13:46:13, 562 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე - კახა კალაძე გეოპოლიტიკის განხილვას შეეშვას და გვიპასუხოს, თუ რატომ არ აკეთებს საჯარო სივრცეების უსაფრთხოების აუდიტს

კოალიცია ,,ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე მთაწმინდის პარკში მომხდარ ტრაგედიას საკუთარ სოციალურ ქსელში ეხმაურება.

,,2022 წლის 4 ნოემბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ჩვენმა პარტიამ - ,,პარტია ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ქ. თბილისის საკრებულოში წარვადგინეთ უსაფრთხოების აუდიტის შესახებ ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა ქ.თბილისის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სივრცეების შემოწმებას. ქ.თბილისის საკრებულომ ჩვენი ინიციატივა არ განიხილა. გუშინ, მთაწმინდის პარკში მორიგ უნიათობას და მორიგ მიუხედაობას ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე - რას იზამთ ახლა? რას შვებით? ამ თემებზე გვიპასუხეთ და გაეშვით გეოპოლიტიკის განხილვას, მაინც არ არის ეგ თქვენი საქმე. კახა კალაძე გეოპოლიტიკის განხილვას შეეშვას და გვიპასუხოს, თუ რატომ არ აკეთებს საჯარო სივრცეების უსაფრთხოების აუდიტს“, - წერს ანა დოლიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics