|
2025-03-26 12:06:20, 728 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ცუცქირიძე - გვიახლოვდება თარიღი, რომელიც ევროსაბჭომ საქართველოს დაუთქვა
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ მიმართავს „ქართულ ოცნებას“, შეასრულოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც, მათი განცხადებით, საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული განცხადება „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ თანამოაზრეებთან ერთად გააკეთა. როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს აღნიშნულ მოწოდებას არ შეასრულებს, საქართველო შესაძლოა, საერთოდ ამოვარდეს ევროპული სივრციდან. „დღეს ჩვენ ვართ ისტორიული კატასტროფის წინაშე „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო იმიტომ, რომ გვიახლოვდება თარიღი, რომელიც ევროსაბჭომ საქართველოს დაუთქვა, რათა მას გადაედგა გადამწყვეტი ნაბიჯები დემოკრატიის აღსადგენად, ადამიანის უფლებების დასაცავად და იმ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელიც მან შექმნა ამ ქვეყანაში. იცით, რომ საქართველოს დელეგაციას ევროსაბჭოში მთელი რიგი უფლებები შეზღუდული აქვს, ესენია: მნიშვნელოვან არჩევნებზე დაკვირვება, ასევე, ჩვენი დელეგაცია ვერ მუშაობს ადამიანის უფლებების კომიტეტში და მათ საქართველოს უთხრეს, რომ გაზაფხულის სესიის დაწყებამდე, რომელიც 7 აპრილს იწყება, გადაედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორიცაა - პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ინკლუზიური დიალოგის დაწყება, ევროპული ინტეგრაციის აღდგენა, ევროსაბჭოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება, პოლიციის ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შეწყვეტა და გამოძიება. ასამბლეის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. ამ ვითარებაში, ჩვენ გვემუქრება საფრთხე, რომ არა თუ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეწყდეს, არამედ საქართველო საერთოდ ამოვარდეს ევროპული სივრციდან. საქართველოს, ჩვენი პოლიტიკური იდენტობა ასე იძერწებოდა და ასე იქმნებოდა, რომ საქართველო არის ევროპული სივრცის ნაწილი და დღეს, ჩვენ გვაქვს ის ვითარება, რომ შესაძლოა, საერთოდ ევროპული სივრცის და ევროპული მექანიზმების მიღმა დავრჩეთ, რომელიც ჩვენი განვითარებისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ და მოვთხოვოთ „ქართულ ოცნებას“, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ პირობების შესრულება. ასევე, გვინდა საზოგადოებასაც შევახსენოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი გვიახლოვდება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)