04:40 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 20:51:49, 675 ნახვა

სამართალი
ირაკლი ჩიქოვანი: ეს არის შეტევა ქვეყანაში არჩევნებზე, ეს არის შეტევა

"ეს არის შეტევა ქვეყანაში არჩევნებზე, ეს არის შეტევა "თავისუფალ დემოკრატებზე" - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

ჩიქოვანის თქმით, პირდაპირი შეტევა, რომელიც განხორციელდა "თავისუფალ დემოკრატებზე" მათ ვერ შეაშინებს, პირიქით, ეს მათ გააძლიერებს.

"პირდაპირი შეტევა, რომელიც მიიტანეს "თავისუფალ დემოკრატებზე" ვერ შეგვაშინებს. ეს უფრო მეტად გაგვაძლიერებს. უფრო მეტად გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენს ბრძოლას დიდი პერსპექტივა აქვს და აქვს უდიდესი შესაძლებლობა ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ, გახდეს ევროპული სახელმწიფო", - განაცხადა ჩიქოვანმა.

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა იქვე მადლობა გადაუხადა მედიას კორექტულობისთვის, და დაამატა, რომ ძალიან სწრაფად და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის ხალხი, ვინც ამას ჩადის.

"იყო უხეში გადაცდომები, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მათ ნუ დავაბრალებთ. ბრალეულობა არის პოლიტიკური სისტემის, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა და პოლიტიკური ნების არარსებობის. ძალიან სწრაფად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის ხალხი, ვინც ამას ჩადის", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics