|
2025-03-25 00:54:00, 655 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი, რომ აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთოს და აღდგეს
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობები გადაიტვირთოს და აღდგეს. როგორც მან გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის მთავარი პრიორიტეტი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება და „დიფ სთეითის“ დამარცხებაა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს. „პრეზიდენტ ტრამპისთვის ჯერჯერობით ორი მთავარი პრიორიტეტი და მიმართულებაა - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება და „დიფ სთეითის“ დამარცხება. ჯერ ვერც ერთია შემდგარი ფაქტი და ვერც მეორე. შესაბამისად, მათთვის ყველაზე პრიორიტეტული ეს ორი მიმართულებაა. დაველოდოთ, თუ როგორ იქნება და რა პროცესები განვითარდება. ჩვენც ვაკვირდებით მოვლენებს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს. დღეს ერთი მოცემულობაა, ხვალ შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობა იყოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს და აღდგეს ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობა, როგორც ეს ეკადრება საქართველო-აშშ-ს უერთიერთობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება ევროპასთან ურთიერთობებს, თბილისის მერის თქმით, ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი მთელი საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ ერეოდა საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში. „რაც შეეხება ევროპიდან გაკეთებულ განცხადებებს, აქაც აბსოლუტურად იგივე შემიძლია გითხრათ: ყველა მათი განცხადება დაფუძნებულია ტყუილზე. თეთრზე პირდაპირ გვეუბნებიან, რომ შავია და ეს ახლა არ დაწყებულა. გავიხსენოთ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რამდენიმე დღეში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი მიდის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მის კაბინეტში პირდაპირ მიდის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს აღნიშნულ ომში. რა თქმა უნდა, ეს მოულოდნელი და გასაკვირი იყო ჩვენთვის. ჩვენი პასუხიც იცით ამასთან დაკავშირებით. გვახსოვს ასევე, როდესაც ჩარტერების გაგზავნას გვთხოვდნენ. ეს ხომ ომში ჩართვაზეც მიუთითებდა?! შემდეგ იყო უკვე უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდრომარის მხრიდან გაკეთებული განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ადგილობრივი აგენტურა აამოქმედეს, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და გვახსოვს, რა განცხადებები კეთდებოდა. მთელი საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ ერეოდნენ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში. ისეთი მოცემულობა შედგა, რომ იძულებული გავხდით, გვესაუბრა ამ ყველაფერზე - ზეწოლაზე, როგორი შემოტევები მიდიოდა, მუქარები, შანტაჟი. აბსოლუტურად ღიად დავიწყეთ ამ ყველაფერზე საუბარი, რომ საზოგადოებას ჰქონოდა სრულყოფილი ინფორმაცია, რა ხდებოდა რეალურად“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)