|
2025-03-24 15:04:17, 373 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - აგენტურის, ქვეყნის მოღალატეების ადგილი არც ქართულ პოლიტიკაშია, ისინი იქნებიან იქ, სადაც არიან დღეს
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობას შესაბამისი დამოკიდებულება აქვს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მტრობს ქვეყანას და ეწინააღმდეგება მის ინტერესებს. ამის შესახებ მან ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილ საერთაშორისო შეხვედრებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. „ამ ადამიანის ვოიაჟებს და გადადმულ ნაბიჯებს არანაირი აზრი არ აქვს. სალომე ზურაბიშვილი არასდროს ეკუთვნოდა ჩვენს ქვეყანას, არ ეკუთვნოდა საკუთარ ოჯახს, საკუთარ ხალხს. მას ჰყავს თავისი პატრონი, რომელსაც აქვს მის მიმართ მოთხოვნები, რადგან მისი შვილები უზრუნველყვეს, დაასაქმეს სხვადასხვა მიმართულებით, ეს კი შემთხვევით არ ხდება. ამ ადამიანს აქვს თავისი ვალდებულებები თავისი პატრონების მიმართ და მზად არის, ნებისმიერი ნაბიჯი გადადგას – ყველანაირი უბინძურესი ნაბიჯი იქნება ეს, თუ ქვეყნის წინააღდეგ გადადგმული; ყველაფრისთვის მზად არის – დააზიანოს ქვეყანა, შელახოს მისი რეპუტაცია. ყველამ კარგად იცის ქვეყნის შიგნით, რას წარმოადგენს ეს ადამიანი და მის ქმედებებს არანაირი აზრი არ აქვს. სადაც უნდა, წავიდეს და იქ გამართოს შეხვედრები. სალომე ზურაბიშვილს ხალხმა გამოუტანა განაჩენი და შესაბამისი დამოკიდებულება აქვს ისეთი ადამიანების მიმართ, ვინც მტრობს ქვეყანას და ეწინააღმდეგება მის ინტერესებს“, – განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების კიდევ ერთხელ შეხვედრას, თბილისის მერის განმარტებით, იმ რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც არ იცავს ქვეყნის ინტერესებს, მოსახლეობის უმრავლესობამ გასული წლის ოქტომბერში შესაბამისი პასუხი უკვე გასცა. „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს რადიკალური დაჯგუფება ერთად იქნება თუ ცალ-ცალკე, დაშლილი. როდესაც სხვა, კონკრეტული ძალების სამსახურში ხარ და არ იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს, რა თქმა უნდა, შენი ყველა ქმედება, გინდ გაერთიანების, გინდ დაშლის შემთხვევაში, ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. ვიცით, რას წარმოადგენს ეს რადიკალური დაჯგუფება, საიდან იმართებიან, ვის მიერ, რა ინტერესები ამოძრავებთ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლოების უმრავლესობამ ამ რადიკალურ დაჯგუფებას, ყველას ერთად აღებულს, გასცა შესაბამისი პასუხი. აგენტურის, ქვეყნის მოღალატეების ადგილი არც ქართულ პოლიტიკაშია. ისინი იქნებიან იქ, სადაც არიან დღეს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)