13:48 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-22 22:19:46, 1120 ნახვა

პოლიტიკა
მსვლელობა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტთან ამერიკის გიგანტური დროშა გაშალეს

"MEGOBARI აქტის" მხარდამჭერმა მსვლელობამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა.

ისინი რუსთაველის გამზირზე აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნენ. უწყვეტი პროტესტის 115-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა მთავარ გამზირზე ამერიკის გიგანტური დროშა გაშალეს. 

აქციის მონაწილეები სკანდირებენ- "საქართველოს გაუმარჯოს", "საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას- გაუმარჯოს". 

აქციის მონაწილეები დღეს საღამოს მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ. ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ ისინი საქართველოს პარლამენტისკენ გაემართნენ.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ამერიკული დროშები, დონალდ ტრამპის, კონგრესმენის ჯო უილსონის, რომელიც არის კანონპროექტის ავტორი და სენატორი ჯიმ რიშის პორტრეტები, რომელმაც ინიციატივა კონგრესის ზედა პალატას გააცნო. აქციის ზოგიერთ მონაწილეს ეჭირა პლაკატები, რომლებიც ითხოვდნენ სანქციების დაწესებას მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ.

დღევანდელი აქცია ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფებას გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში და ჩართულნი არიან უსაფრთხოების საკითხებში, კორუფციასთან ბრძოლაში და ადამიანის უფლებების დაცვაში. აქციას რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკოსი შეუერთდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს
კობახიძე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რომ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან
სიკორსკი ზელენსკიზე ორდენის ჩამორთმევაზე - ისტორიულ-ორდენების ომის გამარჯვებული შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვი
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics