2025-03-21 17:47:31, 415 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს
რუსეთმა წუხელ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობის სურვილს გულწრფელად არ იზიარებს, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს.
„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს“, - წერს მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის ოდესაზე, დრონების გამოყენებით მასიური თავდასხმები განახორციელა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, გუშინდელიდან რუსეთი უკრაინის რეგიონებს 200-ზე მეტი დრონით, ასევე მართვადი საჰაერო ბომბებით დაესხა თავს. დაბომბვის შედეგად დაზარალდა ოდესის, ზაპოროჟიეს, სუმის, კიევის, ხმელნიცკის და ჩერნიგოვის რეგიონები, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,