12:19 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 00:00:36, 1223 ნახვა

სამართალი
პოლიციამ კანცელარიასთან ერეკლე დეისაძე დააკავა

საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო კანცელარიასთან პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების საპროტესტო აქციაზე გამართული პერფორმანსის "გასპარ ნოეს კიდობანის" მონაწილე მომღერალი ერეკლე დეისაძე დააკავა. დეისაძემ გასპარ ნოეს ფილმი “სიყვარული” მთავრობის კანცელარიის შენობის კედელზე აჩვენა, რის შემდეგაც ის დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია პერფორმანსის მონაწილეებს ერთ საათზე მეტი ხნის მანძილზე არც უშვებდა და არც აკავებდა, რის გამოც ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ კიდევ ერთი საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახა აქციის მონაწილეების უფლებების დასაცავად. თუთბერიძემ ინფორმაცია გენინსპექციასაც მიაწოდა.

პოლიცია დეისაძის პერფორმანსის "გასპარ ნოეს კიდობანის"  დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა.

ერეკლე დეისაძე სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლითაა დაკავებული, რომელიც პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება/გავრცელებას გულისხმობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
Amnesty International - საქართველოში ქალი მომიტინგეები ხდებოდნენ გენდერული და სექსუალური ძალადობის სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics