02:29 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 16:52:01, 439 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - „ნაცკლასტერში“ გაერთიანებული ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ

„ნაცკლასტერში“ გაერთიანებული ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთის მიმართ პიროვნული ზიზღი აქვთ, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ - დავალებების მიღება და ამ დავალებების შესრულებაზე, როგორც თითის დატკაცუნებაზე, ისე მოქმედება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არსებული შუღლი სააშკარაოზე გამოჩნდა, თუმცა როგორც კი დავალებას მიიღებენ, კვლავ გაერთიანდებიან.

„ვიცით, რომ „ნაცკლასტერში“ გაერთიანებული ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთის მიმართ პიროვნული ზიზღი აქვთ, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ - დავალებების მიღება და ამ დავალებების შესრულებაზე, როგორც თითის დატკაცუნებაზე, ისე მოქმედება. ახლა ვხედავთ, რომ ერთმანეთში შუღლი ისევ და ისევ გამოვიდა სააშკარაოზე, მაგრამ როდესაც მოვა დავალება კონკრეტული მიმართულებით, რომ რაღაც უნდა შესრულდეს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესების, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ისევ ვნახავთ რომ მზე და მთვარე ამოუვათ ბატონ გუბაზ სანიკიძეს და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ერთმანეთის მიმართ. როგორც ეს მოხდა ალეკო ელისაშვილის და მამუკა ხაზარაძესთან მიმართებით. ადამიანები ერთმანეთს ლანძღავდნენ, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და შემდეგ ერთმანეთს ძმობა შეფიცეს. ზუსტად ასეთია ორპირობა, უსამშობლობა, ამ ყველაფერს ვგულისხმობთ ხოლმე როდესაც ამ ტერმინებს ვამბობთ. ადამიანები ერთიანდებიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დავალება შეასრულონ, რეალურად, ერთმანეთის მიმართ აქვთ ზიზღი, რომელიც ხანდახან გამოჩნდება ხოლმე სააშკარაოზე," - განაცხადა გორდულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics