18:37 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 11:59:59, 472 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილს გუშინ თამარ მეფეს ეძახდნენ, დღეს კი უნიათოს

სალომე ზურაბიშვილმა ვერ გამოიჩინა ფხა, მიუხედავად იმისა, რომ ევრობიუროკრატიამ ყველაფერი ჩადო მასში: შეხვედრები მოუწყვეს, ქარტია დაუწერეს, ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც უნდა გაერთიანებულიყო მთელი ოპოზიცია, მაგრამ ვერ ქნა, „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, ვერ გააკეთა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ მთავარი, რაზეც შეთანხმება არსებობს, არის ის, რომ ხელისუფლება რევოლუციის გზით გადააყენონ.

,,სალომე ზურაბიშვილს გუშინ თამარ მეფეს ეძახდნენ, დღეს უნიათო ადამიანს უწოდებენ. ერთმანეთში არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. შეიძლება ცალკეული გამოხტომები არის გარკვეულ თემებზე, მაგრამ ფაქტია, არჩევნების ბოიკოტი, დესტრუქცია, დესტაბილიზაცია, რევოლუცია, გადაყენება, რიგგარეშე არჩევნების უსაფუძვლო მოთხოვნები არის ყველას დღის წესრიგი. სალომე ზურაბიშვილმა ვერ გამოიჩინა ფხა, რომ გაეერთიანებინა ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ევრობიუროკრატიამ ყველაფერი ჩადო მასში. შეხვედრები მოუწყვეს, ქარტია დაუწერეს და ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც უნდა გაერთიანებულიყო მთელი ოპოზიცია, მაგრამ ვერ ქნა. „არა შეჯდა მწყერი ხესა“, არა იყო გვარი მისი. ვერ გააკეთა. აქედან გამომდინარეობს რაღაცა მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციაში თითქოსდა შეუთანხმებლობა არსებობს. შეთანხმება არსებობს ერთი - ეს არის გაერთიანება ადამიანებისა, როლებიც შეკრულები არიან საქართველოს წინააღმდეგ”, - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics