18:35 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-17 21:14:19, 680 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ფონდებზე - ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობა

როდესაც რაღაცას აშავებთ და გეუბნებიან, „დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას“, ეს არის სახელმწიფო ფუნქციის გაუქმების მცდელობა - სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რამდენიმე ფონდის ანგარიშების დაყადაღების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ჯარიმას დანაშაულის პრევენციის მიზანი აქვს და თუ პოტენციურ დამნაშავეს ეცოდინება, რომ ჯარიმას გადაუხდიან, მაშინ პრევენცია გაუქმდება.

„ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა და ხელი შეეწყოთ ამისათვის, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება გახლავთ. როდესაც რაღაცას აშავებთ და გეუბნებიან, დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას, ეს არის სახელმწიფო ფუნქციის გაუქმების მცდელობა. არანაკლები მავნებლობაა, ვიდრე თავად დანაშაულის ჩადენა, შეიძლება უფრო მეტიც. ჩვეულებრივი დანაშაულში წამქეზებლობაა, რიდესაც გეუბნებით, რომ თუ თქვენ ჩაიდენთ ამა და ამ გადაცდომას, რისთვისაც სახელმწიფოს კონკრეტული ჯარიმა აქვს დაწესებული, მე გადაგიხდით. ყველანაირი სახდელი და სასჯელი სახელმწიფოში დაწესებულია იმისათვის, რომ პრევენცია და გამორიცხვა მოხდეს ამ რაღაც დანაშაულის თუ გადაცდომის. ამ პრევენციას საერთოდ შლის ვიღაც, ვინც ფონდს ქმნის იმისათვის, რომ ამ დანაშაულის თუ ადმინისტრაციული გადაცდომის ჩამდენი პირის ჯარიმა გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამას აკეთებდნენ ევროკავშირის ფონდები, სამწუხაროდ ამას აკეთებდა USAID თუ სხვა გარედან დამფინანსებელი ორგანიზაცია, როდესაც ცდილობდნენ, რომ ჯარიმები გადაეხადათ. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჯარიმას აქვს პრევენციული მიზანი, ცდილობენ ეს ჩამოაშორონ, სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობაა ჩვეულებრივი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავზე საპროტესტო აქცია გაიმართება
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics