|
2025-03-17 16:22:17, 466 ნახვა
პოლიტიკა
საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად. კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განმარტებით, რეგლამენტის პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სავალდებულო აღარ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა. პარლამენტის რეგლამენტის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას. როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, არსებულმა რეალობამ ცხადყო, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობის სავალდებულოობა ვერ ასრულებს იმ რეალურ მიზანს, რასაც ემსახურებოდა კანონმდებლის ნება. თუმცა, კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს სურვილის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხების განხილვაში. ამავე პროექტით ახლებურად ყალიბდება ცესკოს წევრის არჩევის პროცედურა. წარმოდგენილი ცვლილებით, იხვეწება დღეს არსებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც არჩეულად ითვლება ცესკოს წევრობის ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამმა მეხუთედმა. კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით წყვეტს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და სხვა. გარდა ამისა, პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებას, დენონსირებასა და გაუქმებას. შესაბამისად, აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი გავრცელდება ცესკოს წევრის არჩევის წესზეც. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანას.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)