|
2025-03-15 15:34:51, 748 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის მისვლა
ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციაზეა გამოსული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეერთებული შტატების ელჩის მისვლა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გარეშე ვერ მოხდებოდა. „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყველანაირად ეცდება, რომ ის მარცხი, რაც განიცადა პოლიტიკური, ქუჩაში, პარლამენტში, უცხოეთში, როგორმე გაამართლოს. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები რეალურად არის გამოსული კომუნიკაციაზე საქართველოს ხელისუფლებასთან. ის ფაქტი, რომ თავად შეერთებული შტატების ელჩი მიდის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბუნებრივია, თავისთავად ეს არ ხდება, ტრამპის ადმინისტრაციის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. ისიც ბუნებრივია, რომ ტრამპის ადმინისტრაციას რა პოლიტიკაც აქვს, ძალიან კარგად იციან ამერიკაში, რომ საქართველოს სახელმწიფოს აქვს იგივე პოლიტიკა ღირებულებებთან პარტნიორობასთან, მშვიდობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ბუნებრივიც იყო, რომ შეერთებული შტატების ელჩი ზუსტად იმ გზავნილებს ეტყოდა საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ გარკვეული რებრენდინგი უნდა მოხდეს, აღდგენა ურთიერთობების, რაც დააზიანა ბაიდენმა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენმა დააზიანა ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ურთიერთობები საქართევლოსთანაც დაეზიანებინა. „და რა გასაკვირია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ურთიერთობები საქართველოსთან დაეზიანებინა, ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის გასაკვირი არ არის, რომ ურთიერთობები დაზიანებულია ბევრ ქვეყანასთან და მათ შორის, საქართველოსთან, ამიტომ, ასევე ბუნებრივია, რომ შეერთებული შტატების ელჩი ახლა ცდილობს, რომ აღდგეს ურთიერთობები ამერიკა – საქართველოს შორის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, არსებობს გამოთქმა, გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო და სწორედ ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის ელჩის მისვლა. „დიდი წერტილია დასმული ნებისმიერ სპეკულაციაზე, როდესაც ამერიკის ელჩი პირდაპირ, რა თქმა უნდა, ჯერ ერთი, რომ აღიარებს ლეგიტიმაციას საქართველოს ხელისუფლებისა და მეორე, თვლის, რომ უნდა მოხდეს ურთიერთობების განახლება საქართველო-შეერთებულ შტატებს შორის. ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ერთადერთი რამე აქვს დარჩენილი, რომ ვინ სად გადანაწილდება, ვინ პენსიაზე წავა და ვინ სხვა საქმეს მიყოფს ხელს, ამაზე უნდა იფიქრონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)