12:16 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 12:27:21, 361 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრმა პრემიერს საკუთარი ინიციატივა გააცნო, რომელიც „მოქალაქეობის შესახებ" კანონსა და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, საქართველოს მოქალაქეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად აღარ უნდა შეუწყდეს, როგორც ამას დღეს ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს.

მისივე შეფასებით, ეს ევროპულ ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა და მსგავსი გადაწყვეტილება საქართველოშიც უნდა იყოს მიღებული. პრემიერმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ამ თემას განიხილავს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ბევრი სხვა საკითხი განვიხილეთ. ვისაუბრეთ მიმდინარე პროცესებსა და შესაძლო სამომავლო თანამშრომლობაზე",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics