|
2025-03-10 19:30:52, 710 ნახვა
საზოგადოება
საია - თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ქმედებები ნათლად ცხადყოფს, რომ ისინი არ იცავენ სტუდენტების უფლებებს
თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ქმედებები ნათლად ცხადყოფს, რომ ისინი არ იცავენ სტუდენტების უფლებებს, არამედ პირიქით , - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი. საია განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ საიამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციებს, პატივი სცენ და დაიცვან სტუდენტების გამოხატვის თავისუფლება. “2025 წლის 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე პროტესტში მონაწილე სტუდენტებს შეუწყდათ სტუდენტის სტატუსი. აღნიშნულის საფუძვლად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ასახელებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სტუდენტებმა დაარღვიეს ნორმები. დაუსაბუთებელი და ბუნდოვანი გადაწყვეტილება სტატუსის შეწყვეტის შესახებ სტუდენტებს ეცნობათ მეილის საშუალებით 10 მარტს, ორშაბათს დილის 10:04 საათზე. შემაშფოთებელია, რომ ამ ფაქტს თან ერთვის წინა დღეს უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, როდესაც პროტესტის მონაწილე სტუდენტებს ჯერ მოსთხოვეს სასწავლებლის შენობის დატოვება, შემდეგ კი პოლიციის წარმომადგენლებმა 9 სტუდენტი 5 000 ლარით დააჯარიმა. სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების საბაბით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს მოსთხოვა შენობის დატოვება. სტუდენტებმა მიმართეს თხოვნით მათთვის გამოეყოთ სხვა სივრცე, სადაც ისინი შეძლებდნენ მშვიდობიანად პროტესტის გაგრძელებას. მიუხედავად ამ თხოვნისა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ არ უზრუნველყო სტუდენტებისთვის ალტერნატიული სივრცე და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით მოსთხოვა შენობის დატოვება. საიამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციებს, პატივი სცენ და დაიცვან სტუდენტების გამოხატვის თავისუფლება. თუმცა, თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ზემოხსენებული ქმედებები ნათლად ცხადყოფენ, რომ ისინი არ იცავენ სტუდენტების უფლებებს, არამედ პირიქით”, - აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.
პაპუაშვილი - ჩვენ გვყავს საქართველოს განვითარების მტრები ევროპაში
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთის უდიდეს ნავთობტერმინალს და ვოლგოგრადის რეგიონში ნავთობის სადგურს დაარტყა
სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შსს-მ კანონპროექტი მოამზადა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)