13:43 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-09 12:57:53, 716 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში, ჩეჩნეთისა და დაღესტნის რესპუბლიკებში ტელეგრამი აიკრძალა

დაღესტნის ციფრული განვითარების მინისტრმა იური გამზატოვმა განაცხადა, რომ ფედერალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით რესპუბლიკაში Telegram დაიბლოკა.

,,ბლოკირების შესახებ გადაწყვეტილება ფედერალურ დონეზე გადაწყდა. მას ხშირად იყენებენ მტრები, ამის მაგალითია არეულობა მაჰაჩყალის აეროპორტში". – თქვა გამზატოვმა.

მინისტრმა 2023 წლის 30 ოქტომბერს მაჰაჩყალაში მომხდარი შემთხვევა იგულისხმა, როდესაც ასობით ანტისემიტურად განწყობილი დაღესტნელი აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრა. თავდამსხმელებმა Telegram-დან შეიტყეს, რომ აეროპორტში ისრაელის თვითმფრინავი დაეშვა, აგრესიულმა ბრბომ აეროპორტის შენობა დააზიანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ტელეგრამში ყალბი ინფორმაცია გავრცელდა.

გამზატოვმა აღნიშნა, რომ მომავალში ტელეგრამი შეიძლება განიბლოკოს, მაგრამ იქამდე მომხმარებლებს შეუძლიათ ,,გამოიყენონ ძალიან კარგი ანალოგები, მაგალითისთვის ისეთი, როგორიც არის Vkontakte".

ჩეჩნეთში პოპულარული პლატფორმის აკრძალვის შესახებ განაცხადა რუსეთის დუმის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, ანტონ ნემკინმა:

"ჩეჩნეთსა და დაღესტანში დაიბლოკა ტელეგრამიშეზღუდვა იძულებითია, ვინაიდან ამ რეგიონებში პლატფორმას არეულობის მოსაწყობად იყენებენ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics