|
2025-03-07 11:40:45, 4538 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი - საქართველოს ადრე თუ გვიან მოუწევს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
კრემლის პროპაგანდისტულ მედია TACC-თან ინტერვიუში, ოკუპირებულმა აფხაზეთის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ საქართველოსთან ურთიერთობის მოწესრიგებაზე ილაპარაკა. "რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოწესრიგებაზე მუშაობას საქართველოს მიერ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებისა და ძალის გამოუყენებლობის ფუნდამენტური დოკუმენტების ხელმოწერის კონტექსტში. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო მსგავსი ნაბიჯების გადადგმისთვის მზად არის". – თქვა გუნბამ. გუნბას თქმით, ადრე თუ გვიან აფხაზეთის "მეზობელს" მოუწევს რეალობის მიღება: "ადრე თუ გვიან ჩვენს მეზობელს (საქართველოს) მოუწევს გაიაზროს და მიიღოს რეალობა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით". 1 მარტს გუნბამ დეფაქტო აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. არალეგიტიმურ არჩევნებამდე ასლან ბჟანიას თანაგუნდელს მოსკოვიდან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ გუნბა ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)