13:45 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-07 11:06:53, 481 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - მშვიდობა მხოლოდ ევროკავშირისა და მისი ქვეყნების მხარდაჭერით არის შესაძლებელი
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მშვიდობის მიღწევა ევროკავშირის მხარდაჭერითაა შესაძლებელი.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასტან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განმარტა, ევროკავშირის ლიდერები მიესალმებიან თავდაცვის გაძლიერების გეგმას.

„ჩვენ ყველას გვსურს მშვიდობა ძალის მეშვეობით, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. და ეს ასევე შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინტერესებშიც შედის. თუ მას ამის მიღწევა სურს, ეს მხოლოდ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერით არის შესაძლებელი. ჩვენ ვართ ის, ვინც ბევრ ინვესტიციას ვდებთ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში და უზრუნველვყოფთ იმ სამხედრო შესაძლებლობებს, რომლებიც უკრაინას სჭირდება. არის უზარმაზარი ზეწოლა ყველა წევრ ქვეყანაზე, რომ გაზარდონ თავიანთი თავდაცვის ხარჯები. ამიტომ ყველა ლიდერი მიესალმა თავდაცვის გაძლიერების გეგმას, რომელიც ხუთ ელემენტს მოიცავს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics