2016-03-10 17:36:30, 647 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა საჯარო ლექცია გამართა
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა „ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია გამართა.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას „ადამიანის უფლებები და თავისუფლებები“ წარმოადგენდა.
სოზარ სუბარმა სტუდენტებთან საუბრისას სახალხო დამცველად მუშაობის გამოცდილებაც გაიხსენა. დევნილთა და განსახლების მინისტრმა ლექციის მიმდინარეობისას სტუდენტებისათვის საინტერესო ყველა შეკითხვას უპასუხა.
მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან