|
2025-03-06 20:46:52, 608 ნახვა
მსოფლიო
ჰაკან ფიდანი - ტრამპის ქმედებები უნდა გახდეს „განგაშის ზარი“ ევროპისთვის, რათა შეიქმნას უსაფრთხოების სისტემა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქმედებები უნდა გახდეს „განგაშის ზარი“ ევროპისთვის, რათა შეიქმნას უსაფრთხოების სისტემა, რომელიც დამოუკიდებელი იქნება აშშ-ისა და ნატო-სგან. აღნიშნულის შესახებ ჰაკან ფიდანმა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ფიდანის განცხადებით, ანკარა მზადაა, შეუერთდეს ევროპული უსაფრთხოების ნებისმიერ ახალ არქიტექტურას, თუ ნატო დაიშლება. „ჯინი გამოუშვეს ბოთლიდან და არ არსებობს რაიმე გზა მის უკან დასაბრუნებლად. თუნდაც პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტოს, არ გაიყვანოს ჯარები ევროპიდან ახლა, არ არის გამორიცხული, მომავალში ვინმე მსგავსი შეხედულებებისა და პოლიტიკური იდეების მქონე პირმა ევროპულ უსაფრთხოებაში ამერიკის წვლილის შემცირების შესაძლებლობა განიხილოს“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფიდანმა, რომელიც წარსულში თურქეთის დაზვერვის უფროსის თანამდებობას იკავებდა, აღნიშნა, რომ ევროპა უნდა გაერთიანდეს და „შექმნას საკუთარი მიზიდულობის ცენტრი“. ცნობისთვის, მანამდე თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ანკარა მზადაა, გააგზავნოს სამხედროები უკრაინაში პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების დასაცავად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)