|
2025-03-05 23:25:41, 772 ნახვა
სამართალი
სასამართლომ აქციებზე დაკავებული11 პირი პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი შვანგირაძემ აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი პატიმრობაში დატოვა. პროკურატურამ მათი პატიმრობაში დატოვება „მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხისა და მტკიცებულებების განადგურების" მოტივით მოითხოვა. ბრალდებულების დაცვის მხარე პატიმრობის ძალაში დატოვებას არ დაეთანხმა. მათი თქმით, ის არგუმენტები, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა საფუძველმოკკებულია და არაა გამყარებული შესაბამისი გარემოებებით. აღნიშნეს, რომ დაუსაბუთებელი და შაბლონური არგუმენტაციაა გააჟღერა ბრალდების მხარემ.
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
Bloomberg: ბრიტანელების ნახევარზე მეტი მხარს დაუჭერს ევროკავშირში დაბრუნებას
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)