|
2025-03-05 21:20:17, 708 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის ქვეყნები შესვლა/გასვლის ახალი სისტემის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ქვეყნები შესვლა/გასვლის ახალი სისტემის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ეს გზას გაუხსნის ციფრული სასაზღვრო სისტემის თანდათანობით დაწყებას. ეს არის ბლოკის ავტომატიზირებული რეესტრი მოკლევადიანი მოგზაურებისთვის. შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში მიიღეს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამოქმედდება, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. წევრ სახელმწიფოებს ახლა ორი ვარიანტი ექნებათ: ახალი სისტემის დაწყება ერთდროულად ან დაიწყონ იგი რამდენიმე ფაზაში, ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში. გარდამავალი პერიოდის დასასრულს, სასაზღვრო გადაკვეთის ყველა რეგისტრაცია უნდა მოხდეს შესვლა/გასვლის სისტემით. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა, პოლონეთი, უხელმძღვანელებს მოლაპარაკებებს ევროპარლამენტთან შესწორებულ კანონზე საბოლოო შეთანხმებისთვის, რაც, სავარაუდოდ, შეუფერხებლად მოხდება. სისტემა წევრ სახელმწიფოებს უზრუნველყოფს სრულიად ახალი ინსტრუმენტებით, რათა გააკონტროლონ, ვინ შედის და გადის შენგენის ზონაში. როგორც აღინიშნა, ახალი სისტემის მთავარი მიზანია ევროკავშირის გარე საზღვრებში შემოწმების განახლება და პასპორტების ტრადიციული ფიზიკური ბეჭდის შეცვლა. ეს ეხება ევროკავშირის არაწევრ მოქალაქეებს, რომლებიც ბლოკში შედიან ვიზიტებისთვის, არდადეგებისთვის ან საქმიანი ვიზიტებისთვის და დარჩებიან საერთო ხანგრძლივობით 90 დღემდე 180 დღის განმავლობაში. ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ პასპორტები ჩასვლისთანავე, გარდა ამისა, ჰქონდეთ გადაღებული სახის ფოტო და ელექტრონულად სკანირებული თითის ანაბეჭდები. ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება და ინფორმაციის რეალურ დროში გაზიარება მიზნად ისახავს, დაეხმაროს ხელისუფლებას, გაუმკლავდეს მათ, ვინც აცილებს მოკლევადიან ვიზებს და აყალბებს პირადობას. ყველა წევრი ქვეყანა მონაწილეობას მიიღებს პროგრამაში, გარდა კვიპროსისა და ირლანდიისა, ასევე პროგრამაში ჩაერთვება ოთხი ქვეყანა, რომლებიც დაკავშირებული არიან შენგენის ხელშეკრულებასთან: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია. კვიპროსსა და ირლანდიაში პასპორტებზე ბეჭდის დასმა კვლავ ხელით გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)