|
2025-03-05 10:43:09, 540 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში ჩინეთის საელჩო - თუ ომი არის ის, რას აშშ-ს სურს, ჩვენ ბოლომდე ბრძოლისთვის მზად ვართ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
თუ ომი არის ის, რაც აშშ-ს სურს, იქნება ეს სატარიფო ომი, სავაჭრო ომი თუ სხვა ომი, ჩვენ ბოლომდე ბრძოლისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ში ჩინეთის საელჩო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „თუ აშშ-ს ნამდვილად სურს ფენტანილის პრობლემის მოგვარება, მაშინ უმჯობესი იქნება ჩინეთთან კონსულტაციები და ერთმანეთის თანასწორად მოპყრობა. თუ ომი არის ის, რას აშშ-ს სურს, იქნება ეს სატარიფო ომი, სავაჭრო ომი თუ სხვა ომი, ჩვენ ბოლომდე ბრძოლისთვის მზად ვართ“, - წერს აშშ-ში ჩინეთის საელჩო X-ზე. ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „აშშ ფენტანილის საკითხს ჩინურ იმპორტზე ტარიფების გაზრდისთვის სუსტ საბაბად იყენებს“. შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინურ საქონელზე ტარიფების გაორმაგებას, 10%-დან 20%-მდე გაზრდას, ითვალისწინებს. ჩინეთმა გარკვეული სახის ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)