17:07 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 14:25:43, 532 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო: ასეულობით შემთხვევაა, როცა კლინიკები პაციენტის მკურნალობის დოკუმენტაციას არასწორად გვაწვდიან

შორმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ასეულობით შემთხვევაა, როდესაც უწყებას პაციენტის მკურნალობის არამიზნობრივ და შეუსაბამო  დოკუმენტაციას  აწვდიან. როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, წინა წელს, კლინიკებს ასეთი დოკუმენტაციების 10% უკან დაუბრუნდათ და დაფინანსებაზე უარი ითქვა, წელს კი, მაჩვენებელი 5%-ზე ჩამოვიდა.

„აქ არის რამოდენიმე პრობლემა, რომელიც მეტ ნაკლებად საერთოა ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის. ჩვენ შემთხვევაში რადგანაც ანაზღაურების სისტემა სხვადასხვაა გადაუდებელ და გეგმიურ შემთხვევებში, კერძოდ, გადაუდებელი 100%-ით ფინანსდება, ხოლო გეგმიური 70, ან 80%-ით, არის ხოლმე ასეთი მცდელობები კლინიკების მხრიდან, რომ მათ გეგმიური შემთხვევები გაიყვანონ გადაუდებლად.

ეს ზოგადად ცნობილი ფენომენია. იდეალური სისტემა, რა თქმა უნდა, არ არსებობს,  მაგრამ ციფრებში შემიძლია გითხრათ, რომ ის ანგარიშები, რომლებსაც წარმოადგენენ კლინიკები, მაგალითად შარშან 10% შემთხვევაში უკან ვუბრუნებდით, იმიტომ, რომ ეს იყო არამიზნობრივი და შეუსაბამო დოკუმენტაცია. წელს საბედნიეროდ მათ დახვეწეს მოწოდება ინფორმაციის და სადღაც 5%-ის დაბრუნება გვიწევს ხოლმე უკან“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics