|
2025-03-03 16:43:33, 623 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ შეტევითი კიბეროპერაციები შეაჩერა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ შეტევითი კიბეროპერაციების დაგეგმვა და განხორციელება შეაჩერა. ინფორმაციას CNN ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ანონიმური ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ კიბეროპერაციების შეჩერება აშშ-ს უფრო მოწყვლადს გახდის მოსკოვის პოტენციური კიბერშეტევების მიმართ, ხოლო მოსკოვს ჰაკერების ჯგუფი ჰყავს, რომლებსაც აშშ-ს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა და აშშ-ს დაზვერვის სენსიტიური მონაცემების მოპოვება შეუძლიათ. აშშ-ის კიბერსარდლობის, სამხედრო შეტევითი და თავდაცვითი კიბერდანაყოფის ოპერაციებისა და დაგეგმვის შეჩერება ხდება პარალელურად ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობებისა, უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე რუსეთთან დაძაბული ურთიერთობები განმუხტოს. "ოპერაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ან განვიხილავთ კიბერდაზვერვას, გეგმებსა თუ ოპერაციებს. [თავდაცვის] მდივან ჰეგსეთისთვის არ არსებობს იმაზე დიდი პრიორიტეტი, ვიდრე მებრძოლის უსაფრთხოება ყოველ ოპერაციაში, მათ შორის, კიბერსივრცეში". - გამოცემას უთხრა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტიდან. აშშ-ს კიბერსარდლობის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ჯეისონ კიკტამ გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ "პენტაგონისთვის უჩვეულო არაა, შეაჩეროს მოქმედებები, მათ შორის, კიბეროპერაციები, რომლებიც პოტენციურად მადესტაბილიზებელი ან პროვოკაციული იქნებოდა [აშშ-რუსეთის] მოლაპარაკებებისთვის". ანონიმური ოფიციალური პირების თქმით, რუსეთი და აშშ კიბერსივრცეში რეგულარულ დაპირისპირებაში არიან, ხოლო კრემლი კიბერსივრცეს უყურებს, როგორც აშშ-სთან ასიმეტრიული უპირატესობის წყაროს, ვინაიდან მას შეუძლია, აშშ-ს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შეაღწიოს და აშშ-ს არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადოს. კრემლის ამ ძალისხმევის გასანეიტრალებლად, ამერიკული სამხედრო და სადაზვერვო ჰაკერები ბოლო წლების განმავლობაში რუსი კიბერდამნაშავეებისა და დაზვერვის ოპერატორების წინააღმდეგ მოქმედებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)