|
2016-03-10 13:58:09, 2606 ნახვა
სპორტი
აგულაშვილის შეფასებით, ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნა, პარლამენტის როლის დაკნინება იქნება
გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის შეფასებით, ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნით, პარლამენტის როლისა და ფუნქციის დაკნინება მოხდება. როგორც აგულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის ძირითადი ფუნქცია სწორედ ისაა, რომ მთავრობის საქმიანობა აკონტროლოს და დამატებითი ფუნქციის შეძენა საჭირო არაა. „უცნაურია ასეთი ტიპის განცხადება, რადგან პარლამენტის ძირითადი ფუნქცია არის, რომ აკონტროლოს მთავრობა, მისი საქმიანობა, რისი ბევრი ბერკეტიც გააჩნია მას. მათ შორის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში აქტიური ჩართულობა, ყოველკვარტალური განხილვები და ა.შ. მე მგონია, რომ დამატებით პარლამენტმა შეიძინოს რაიმე ფუნქცია ამ ტიპის კომიტეტის შექმნით, მისი როლისა და ფუნქციის დაკნინება გამოვა. ასე, რომ ვერანაირ ობიექტურ საფუძველს ვერ ვხედავ საამისოდ”,-განაცხადა აგულაშვილმა. შეგახსენებთ, პარლამენტში ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნის ინიციატივით, "ნაციონალური მოძრაობა" გამოდის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)