|
2025-03-03 10:00:03, 587 ნახვა
საზოგადოება
3 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
3 მარტს, ორშაბათს საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ნალექი, ზოგან თოვლის სახით, შესაძლებელია ქარბუქი, დღის ბოლოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ღამით აღმოსავლეთის, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -4, +1°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -8, -3°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -16, -11°, დღისით -2, +3°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან თოვლი და ნისლი, შესაძლებელია ქარბუქი. ღამით აღმოსავლეთის, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -8, -3°, ზოგან -12°-მდე, დღისით +1, +6°; მთაში ღამით -15, -10°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -17, -12°, დღისით -5, 0°.
მაკრონმა ფაშინიანს მიულოცა: მოხარული ვარ, რომ თქვენთან მუშაობას გავაგრძელებ
1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)