15:06 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-01 13:27:33, 737 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი სიორიძე - ლანჩხუთის მაღალმთიან სოფლებში მძიმე მდგომარეობაა, სახელმწიფოს მძიმე ტექნიკას სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილი არ აქვს

თოვლი გაყინული და დამძიმებულია, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში გზები გასაწმენდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები კვლავ მოწყვეტილნი არიან, კომუნიკაციის გარეშე არიან - ლანჩხუთის მაღალმთიან სოფლებში მძიმე მდგომარეობაა, სახელმწიფოს მძიმე ტექნიკას სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილი არ აქვს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გურიის რეგიონში სტიქიამ უმძიმესი შედეგები გამოიწვია და ახლაც არის კონკრეტული სოფლები, რომლებიც მოწყვეტილნი არიან გარე სამაყროს.

„მე-5 დღეა გურიის რეგიონში პარტია „ლელოს“ შტაბი აგრძელებს მუშაობას. მე-2 დღეა არ თოვს, მაგრამ ამას უკვე სხვა პრობლემები ახლავს, თოვლი გაყინული და დამძიმებულია. როგორც ქალაქში, ისე სოფლებში გზები გასაწმენდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები კვლავ მოწყვეტილნი არიან [გარე სამყაროს], კომუნიკაციის გარეშე არიან. ჩვენს ცხელ ხაზზე ზარები არ წყდება. ზარები ძირითადად ეხება საკვებს, პირველადი მოხმარების ნივთებს, გვირეკავენ მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები. დღეს ჰუმანიტარული დახმარების ტვირთები შევავსეთ, საკვები და პირველადი პროდუქტებით და დაგეგმილი გვაქვს სამივე მუნიციპალიტეტში გასვლები.

ლანჩხუთის მაღალმთიან სოფლებში მძიმე მდგომარეობაა. იცით, რომ ჩვენი მძიმე ტექნიკაც მუშაობს და თუ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ სოფელ ჭანჭათამდე და ძიმითამდე ავაღწიოთ აუცილებლად ავალთ. პრობლემაა ისაა, რომ ჩვენი მძიმე ტექნიკა ყველგან მისვლას ვერ ახერხებს, რადგან სახელმწიფოს უფრო მძიმე ტექნიკას სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილი არ აქვს.

შევეცდებით სამაშველო ჯგუფებთან კოორდინაციაში ვიყოთ და დავეხმაროთ, როგორც მძიმე ტექნიკით, ისე ადამიანური რესურსით, რომ ადამიანებამდე ჰუმანიტარული დახმარება მივიტანოთ. შედეგები უმძიმესია“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics