19:57 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-01 09:21:58, 446 ნახვა

მსოფლიო
ნენსი პელოსი - ტრამპის თეატრალურობით პუტინი აღფრთოვანებული უნდა იყოს

აშშ-ის დემოკრატი კონგრესმენი ნენსი პელოსი აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, პუტინი აღფრთოვანებული უნდა იყოს დღევანდელი თეატრალურობით.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ძალის დემონსტრირება იქნებოდა, უკრაინის არჩეული ლიდერი ოვალურ კაბინეტში რომ მიეწვია და მასთან ღირსეული ურთიერთობა ჰქონოდა, მაგრამ ტრამპის სამარცხვინო გამოსვლის შემდეგ ამას ვეღარასდროს გაიგებთ. პუტინი დღევანდელი თეატრალურობით აღფრთოვანებული უნდა იყოს.

გაერო-ში ამ კვირაში რუსეთის მხარდამჭერი კენჭისყრის შემდეგ საგანგაშო პატერნი წარმოიშვა, რომელიც ეწინააღმდეგება მსოფლიოში დემოკრატიის მიმართ ამერიკის ხანგრძლივ მხარდაჭერას“, – წერს ნენსი პელოსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics