19:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 21:23:36, 579 ნახვა

მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი - დონალდ ტრამპთან საუბარი შესანიშნავი იყო, ნატოს მოკავშირეები უკრაინისთვის დამატებით მილიარდებს ამზადებენ

ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ წერს. რუტე სოციალური ქსელი, X-ის გვერდზე აღნიშნავს, რომ საუბარი ნაყოფიერი იყო და ნატოს მოკავშირეები სწრაფად მუშაობენ თავდაცვაში უფრო მეტ ინვესტიციაზე.

„შესანიშნავი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან. შეერთებული შტატები და ნატო ძლიერდებიან. ნატოს მოკავშირეები სწრაფად მოქმედებენ, რათა უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ თავდაცვაში. დიდი ზრდებია დაანონსებული და სხვებიც მოჰყვება“, - წერს რუტე.

ასევე, მარკ რუტე საუბრისას უკრაინის დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინისთვის დამატებით მილიარდებს ამზადებენ, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებში.

„მოკავშირეები დამატებით მილიარდებს ამზადებენ უკრაინის დახმარებისთვის და წვლილისთვის უსაფრთხოების გარანტიებში“, - ამბობს რუტე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics