21:31 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 14:11:48, 420 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის საბჭომ რუსეთსა და ბელარუსს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დადებული ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ რუსეთსა და ბელარუსს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დადებული ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ხელშეკრულების თანახმად, მხარეებმა მესამე ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ტერორისტული და ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან საფრთხის შემთხვევაში სამოკავშირეო სახელმწიფოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური წესრიგისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ერთმანეთს ურთიერთდახმარება უნდა აღმოუჩინონ.

ასევე, ხელშეკრულება ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებასაც ითვალისწინებს.

„მხარეები რუსეთის ფედერაციის ბირთვულ იარაღს განიხილავენ, როგორც მნიშვნელოვან ფაქტორს ბირთვული სამხედრო კონფლიქტებისა და სამხედრო კონფლიქტების წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, ასევე, შეკავების საშუალებად, რომლის გამოყენებაც უკიდურეს და იძულებით ღონისძიებას წარმოადგენს“, - ნათქვამია ხელშეკრულებაში.

ცნობისთვის, მხარეებმა შეთანხმებას ხელი 2024 წლის 6 დეკემბერს მოაწერეს. რუსეთსა და ბელარუსს შორის დადებული ხელშეკრულება ძალაში, სულ მცირე, 10 წლის განმავლობაში იქნება და მომდევნო 10 წლის ვადით ავტომატურად გახანგრძლივდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics