|
2025-02-25 20:19:29, 1590 ნახვა
რეგიონი
წალენჯიხის ვიცე-მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ დატოვონ მუნიციპალიტეტი - ვიდეო
წალენჯიხის ვიცე-მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ დატოვონ მუნიციპალიტეტი და ხელი არ შეუშალონ როგორც სპეცტექნიკის, ასევე სასწრაფო-სამაშველო დახმარების მანქანების გადაადგილებას - ამის შესახებ თამარ ბელქანია Facebook-ის პირდაპირ ეთერში საუბრობს. "ვიმყოფები წალენჯიხის შემოსასვლელში. როგორც ხედავთ, ძალიან სერიოზული სტიქია უტევს წალენჯიხასაც, აღმართი რამდენჯერმე გაიწმინდა, მიუხედავად ამისა, ძალიან რთული ვითარებაა, რამდენიმე მანქანა მოცურდა. მოგიწოდებთ, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, ნუ დატოვებთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს იმ საბურავებით, რომლებსაც მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები არ გააჩნია. აუცილებელია, კვლავ გაიწმინდოს გზა "გრეიდერით", რაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, იმისთვის რომ სასწრაფო გადაუდებელ სამსახურს ჰქონდეს შესაძლებლობა, იმოძრაოს შეუფერხებლად. მთელ მუნიციპალიტეტში მუშაობს ყველა ის ტექნიკა, რომლითაც შეგვიძლია, რომ გზები გავწმინდოთ... მიმდინარეობს გზების გაწმენდა, გთხოვთ ნუ შეუშლით ხელს. ძალიან რთულია თხელი საბურავებით ამ დაღმართზე ჩასვლა, ამიტომ, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, ძალიან გთხოვთ, ნუ შეაფერხებთ "გრეიდერს", რომელიც პრაქტიკულად შეუსვენებლივ მოძრაობს", - ამბობს თამარ ბელქანია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)